მონიტორინგის განყოფილების სპეციალისტი
აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - "აგროჰაბი" 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.
კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის ობიექტების პერიოდული შემოწმება;
- შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე აქტების მომზადება;
- ხარვეზების შესახებ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დროული ინფორმირება და მათი გამოსწორების უზრუნველყოფის კონტროლი;
- კომპანიაში დამტკიცებული რეგულაციების პერიოდული შემოწმება, არსებული ხარვეზებისა და შეუსაბამობების იდენტიფიცირება;
- კომპანიის კუთვნილი ობიექტების მონიტორინგის მიზნით პერიოდული მივლინებების განხორციელება.
ძირითადი მოთხოვნები:
- MS Office პროგრამების მომხმარებლის დონეზე ფლობა. (Word, Excel)
- დაკვირვებულობა და დეტალებისადმი ყურადღება;
- დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი;
- სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- პრობლემების დროულად გადაჭრის უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- არასტანდარტული გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა.
სასურველია:
- უმაღლესი განათლება.
- სამუშაო გრაფიკი: სრული/არასტანდარტული.