მონიტორინგის და ხარისხის მართვის სპეციალისტი — ფინბიურო

ფინბიურო — ლოგო
ფინბიურო

მონიტორინგის და ხარისხის მართვის სპეციალისტი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ფინბიურო სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან. ფინბიურო აერთიანებს 18 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის და ხარისხის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ;

ანაზღაურება: 1500 ლარი

ფუნქცია/მოვალეობები:

  • პრომლემური საკითხების ანალიზი, მონიტორინგი, აღმოჩენილ ხარვეზებზე სათანადო რეაგირება, რეკომენდაციების შემუშავება და შედეგების გაცნობა;
  • სასესხო ვალდებულებების მართვის ოფიცრების სამუშაო პროცესის მონიტორინგი კომპანიაში დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით;
  • კომპანიაში მიმდინარე სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ თანამშრომლებისთვის დროული ინფორმირების უზრუნველყოფა;
  • სამუშაოს წარმართვა ვადების დაცვით;
  • საეჭვო ფაქტების გამოვლენა და მისი შემდგომი ანალიზი;
  • ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის მენეჯმენტის ან იურიდიული მიმართულებით;
  • 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საფინანსო სექტორში;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშგების მომზადების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების და დროის მართვის უნარი;
  • კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.