მონაცემთა ბაზის რეპორტინგის დეველოპერი
Hash Bank არის თანამედროვე ბანკი თანამედროვე ცხოვრებისთვის. ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებულ, რევოლუციურ პროდუქტს და ვცვლით წარმოდგენას საბანკო ინდუსტრიის შესახებ.
ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- ჯანმრთელობის დაზღვევა - სრული დაფინანსებით პირველივე სამუშაო დღიდან;
- Birthday Day Off - დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე თქვენს დაბადების დღეზე;
- Day Off - დამატებითი 3 ანაზღაურებადი გამოსასვლელი დღე წლის განმავლობაში პირადი დროისთვის;
- განსაკუთრებული ფასდაკლებები ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებსა და სხვადასხვა კვების ობიექტში;
- ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენების დროს - დაოჯახებისა და შვილის შეძენის შემთხვევაში;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
- საკვალიფიკაციო ტრენინგების დაფინანსება.
სამუშაო პირობები:
- პოზიციის დასახელება: მონაცემთა ბაზის რეპორტინგის დეველოპერი;
- სამუშაო განრიგი: ოფისიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 - 19:00 სთ.;
- ოფისის მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი.
ძირითადი ფუნქციები:
- SQL-ის გამოყენებით მონაცემთა ბაზების, View-ების, Stored Procedure-ებისა და Query-ების შემუშავება და მხარდაჭერა;
- სხვადასხვა წყაროდან მონაცემების მოპოვება, დამუშავება და კონსოლიდაცია;
- ფინანსური და სხვა დეპარტამენტებისთვის რეპორტების შექმნა და განვითარება;
- საქართველოს ეროვნული ბანკის (NBG) მარეგულირებელი რეპორტინგის პროცესების მხარდაჭერა;
- BI პლატფორმებში (Power BI, Tableau ან სხვა) ანგარიშებისა და Dashboard-ების მხარდაჭერა;
- მონაცემთა ხარისხის კონტროლი და მონაცემთა შეუსაბამობების იდენტიფიცირება;
- რეპორტინგისა და მონაცემთა დამუშავების პროცესების ავტომატიზაცია;
- ბიზნეს მოთხოვნების ანალიზი და მათი ტექნიკურ გადაწყვეტებად გარდაქმნა;
- მონაცემთა მოდელების შექმნა და ოპტიმიზაცია;
- IT და ბიზნეს გუნდებთან თანამშრომლობა ახალი რეპორტებისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების დანერგვის პროცესში;
- Ad-hoc ანალიტიკური მოთხოვნების შესრულება და მენეჯმენტისთვის ინფორმაციის მომზადება.
განათლება/გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, მათემატიკის, სტატისტიკის, ბიზნეს ადმინისტრირების ან შესაბამისი მიმართულებით;
- მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება მონაცემთა ანალიზისა და რეპორტინგის მიმართულებით;
- SQL-ის სრულყოფილი ცოდნა;
- Excel-ის (Advanced Level) სრულყოფილი ცოდნა;
- სასურველია საბანკო სექტორში ან ფინანსურ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია მარეგულირებელი ანგარიშგების (NBG Reporting) გამოცდილება;
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.
კომპეტენცია/უნარები:
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- მოქნილობა და სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი;
- ახალი ტექნოლოგიებისა და ინსტრუმენტების სწრაფად ათვისების უნარი.
უცხო ენები:
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 15 ივლისი, 2026.
გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებებისა და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე.
სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.