მომსახურების ცენტრის ტექნიკოსი — თბილისი ენერჯი

თბილისი ენერჯი

მომსახურების ცენტრის ტექნიკოსი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების ცენტრის ტექნიკოსის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო /პროფესიული ან უმაღლესი განათლება;

დამატებითი მოთხოვნები:

** საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

** შენობების გაზმომარაგების ქსელის და მასზე არსებული მოწყობილობების შეუფერხებელი და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველყოფა;
** ახლად გაზიფიცირებულ ფართებში გაზგაყვანილობის ქსელის, მოწყობილობების პროექტთან შესაბამისობის შემოწმება და გაზის პირველადი ჩართვა;
** აბონენტებისთვის ინსტრუქტაჟის ჩატარება გაზის მოწყობილობებისა და დანადგარების უსაფრთხო გამოყენების შესახებ;
** აღრიცხვის კვანძისა და გაზის ქსელის შემოწმება, დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება
** გაზმომარაგების ქსელზე გაჟონვის აღმოფხვრა;
** მრიცხველის დემონტაჟი/მონტაჟი, გადალუქვა, გაზს ონკანების შეცვლა/ შეპოხვა;
** გაზის მეურნეობის ტექნიკური რეგლამენტებისა და უსაფრთხოების მოთხოვნათა მკაცრი დაცვა;

უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:

** რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება კონკურენტული

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ