მომსახურების ოპერატორი — Kiwi Post

samushao.ge
Kiwi Post — ლოგო
Kiwi Post

მომსახურების ოპერატორი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

KiwiPost 8 წელია ახორციელებს საერთაშორისო ამანათების გადაზიდვას მსოფლის 7 ქვეყნიდან და სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფ, უსაფრთხო და ეფექტურ ლოჯისტიკურ სერვისებს. ჩვენი გამოცდილება, სანდო პარტნიორული ქსელი, და პროფესიონალი გუნდი გვაძლევს შესაძლებლობას, წარმატებით ვიოპერიროთ როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონალურ ბაზარზე. ასევე, ვემსახურებით საერთაშორისო ელ. კომერციის მსხვილ პლატფორმებს და ვახორციელებთ საბაჟო და Last mile მომსახურებებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, სისწრაფე და მომხმარებლის გამოცდილება — ამიტომ ვქმნით განვითარებაზე ორიენტირებულ, დინამიკურ სამუშაო გარემოს და ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გახდნენ ჩვენი გუნდის ნაწილი. ეწვიეთ ჩვენს LinkedIn-ის ან Facebook-ის გვერდს, რომ გაიგოთ მეტი ჩვენი საქმიანობის შესახებ.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და თავაზიან მომსახურების ოპერატორის (ფრონტ-დესკ ოპერატორი) , რომელიც ორიენტირებული იქნება მომხმარებლისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • ფიქსირებულ ანაზღაურებას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობას

ძირითადი მოთხოვნები:

  • კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენის საბაზისო დონეზე ცოდნა
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებულობა
  • პრეზენტაბელურობა და ენერგიულობა
  • კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

სამუშაო განაკვეთი, სრული:

  • ორშაბათი/პარასკევი 10:00 სთ-დან 18:30 სთ-მდე
  • შაბათი: 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე

ლოკაცია: დიდი დიღომი, წერეთელი, ისანი, ვაჟა-ფშაველა