მომსახურების ოფიცერი
მიკროსაფინანსო კომპანია სს „მისო ევრო კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას მომსახურების ოფიცრის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
სს „მისო ევრო კრედიტი“ (eurocredit.ge) არის ევროპული მოდელის საერთაშორისო კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. ევროკრედიტი წარმოდგენილია საქართველოს 19 ქალაქში, 27 ფილიალით და მომხმარებლებს სთავაზობს ავტო და ბიზნეს სესხებს.
ევროკრედიტის გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომლებიც საქმის ექსპერტული ცოდნითა და დიდი გამოცდილებით გამოირჩევიან. კომპანიაში შექმნილია თავისუფალი გარემო, რაც თანამშრომლების ლოიალობასა და კეთილგანწყობას განაპირობებს.
სამუშაოს აღწერა:
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება და პროდუქტის შეთავაზება;
- საკრედიტო განაცხადის მიღება/ანალიზი/დამუშავება;
- სესხის პროგრამული რეგისტრაცია;
- სესხის გაცემისათვის შესაბამისი პროცედურის უზრუნველყოფა;
- პორტფელის მართვა/მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით.
- სასურველია საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
დამატებითი უნარები:
- ორგანიზებული;
- გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.