მომსახურე პერსონალი — Cavea Cinemas

Cavea Cinemas — ლოგო
Cavea Cinemas

მომსახურე პერსონალი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კინოთეატრების ქსელი "კავეა", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლში", დ. აღმაშენებლის #213-ში, ეძებს თანამშრომლებს მომსახურე პერსონალის პოზიციაზე

სამუშაო გრაფიკი:

  • სამუშაო დრო: კვირაში 4 დღე, სრული განაკვეთი, ცვლის მიხედვით.
  • დასვენება: კვირაში 3 დღე, ცვლის მიხედვით.

პოზიციის მოვალეობები:

  • მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება კინოთეატრის პროდუქციაზე და სერვისებზე; მომხმარებლის დაკვალიანება.
  • პროდუქციის/სერვისის გაყიდვა და სალარო პროგრამაში დაფიქსირება.
  • მომხმარებლის ბილეთების ვალიდაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა B1+ დონეზე
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების/გაყიდვების სფეროში
  • უპირატესობა მიენიჭება საოფისე პროგრამების ცოდნას

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • სიახლეებთან ადვილი ადაპტაცია

რატომ ჩვენთან:

  • განვითარების შესაძლებლობა
  • უფასო ბილეთები შენთვის და შენი მეგობრებისთვის
  • კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა

შესარჩევი პირველი ეტაპი მოიცავს რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებს. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შეზღუდულ რაოდენობის კანდიდატებს ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადების მიღების ბოლო თარიღიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.

თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავებული იქნება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით და შეინახება 1 წლის განმავლობაში