მომმარაგებელი- ბათუმი
"კაზინო ინტერნეიშენალი" სასტუმრო "ჰილტონ ბათუმში" აცხადებს ვაკანსიას მომმარაგებლის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- ფიქსირებული ანაზღაურება + ჩაი (ე.წ. პოინტი);
- 8 სთ-იანი სამუშაო დღე; კვირაში 2 დასვენების დღე;
- კანონით გათვალისწინებული ზეგანაკვეთურად შესრულებული საათების შემთხვევაში დამატებით ანაზღაურება;
- სამუშაო საათებში კვებით უზრუნველყოფა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- გუნდური და მეგობრული სამუშაო გარემო.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის მიღება ზედნადების მიხედვით;
- პროდუქციის მიღებისას ვადების გადამოწმება;
- მიღებული პროდუქციის დასაწყობება;
- ნაშთების და ვადების პერიოდული კონტროლი საწყობში;
- საწყობში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სწრაფად მუშაობის უნარი;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- ენერგიულობა;
- პუნქტუალურობა.