მომმარაგებელი
CMG აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მომმარაგებელი.
კომპანიის შესახებ: CMG მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ახორციელებს საშუალო და მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, კომპანიის მიმდინარე ობიექტები;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე (კვირაში 40 საათი)
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
მომმარაგებელი პასუხისმგებელია კომპანიის კუთვნილი ავტომობილით, თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა მასალისა და საქონლის ტრანსპორტირებაზე ასევე, ლოგისტიკური პროცესების მხარდაჭერაზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- კომპანიის სამშენებლო ობიექტებისა და სტრუქტურული ერთეულების საჭიროებების შესაბამისად სამშენებლო მასალების, ინსტრუმენტების, მოწყობილობებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების მიწოდება;
- მომწოდებლებთან კომუნიკაცია, შეკვეთილი საქონლის ხელმისაწვდომობის, მიწოდების ვადებისა და პირობების დაზუსტების მიზნით;
- დამტკიცებული მოთხოვნების შესაბამისად შესყიდული საქონლის მიწოდების პროცესის ორგანიზება;
- საქონლის მიღებისას დასახელების, რაოდენობის, კომპლექტაციისა და ვიზუალური მდგომარეობის შემოწმება;
- შესყიდვებთან და მიწოდებასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტაციის მიღება და გადაცემა შესაბამის პასუხისმგებელ პირებზე;
- საწყობ (ებ)თან კოორდინაცია მასალების წინასწარ განსაზღვრულ ვადებში მიწოდების დასაგეგმად;
- კომპანიის ავტომობილის დანიშნულებისამებრ გამოყენება და მის უსაფრთხოებაზე, სისუფთავესა და ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა;
- ავტომობილის სათადარიგო ნაწილების შეცვლის ან/და ტექნიკური სერვისის ჩატარების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სამსახურისთვის;
- ხელმძღვანელის დავალებით სხვა დამატებითი ფუნქციების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.
აუცილებელი უნარები:
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- შესყიდვების ან ლოგისტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- სამშენებლო მასალებისა და ინვენტარის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
აუცილებელი მოთხოვნები:
- B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა);
- ავტომობილის მართვის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
შენიშვნა: კომპანია თანამშრომელს უზრუნველყოფს სამუშაო ავტომობილითა და საწვავით; ვაკანსიაზე განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს.