მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი
"თამაშობანა" ცნობისმოყვარეობის და თამაშის ზეიმია!
გვჯერა, რომ თამაშს დიდი ძალა აქვს, არა მარტო პატარებისთვის, და თან, არა მარტო გასართობად. ამიტომ ყველაფერს, რასაც თამაშობანაში ვაკეთებთ, ვაკეთებთ თამაშის სიყვარულით და დიდი ცნობისმოყვარეობით.
კომპანია "თამაშობანა" ეძებს მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტს!
მოვალეობები:
- მომხმარებლების დახვედრა და საჭირო ინფორმაციის მიწოდება
- სივრცის დათვალიერების ორგანიზება და ზონების გაცნობა
- მომხმარებლების რეგისტრაცია და ერთგული მომხმარებლის პროგრამაში გაწევრიანება
- კაფეს, მაღაზიისა და სხვა სერვისების შესახებ კონსულტაცია
- კაფეს, მაღაზიისა და ყოველდღიური დამატებითი სერვისების შეთავაზება და რეალიზაციის ხელშეწყობა
- სივრცეში მომხმარებელთა ნაკადის მართვა და მიმართულებების მიცემა
- დაჯავშნების მართვა და მომხმარებლებისთვის დროული კომუნიკაციის უზრუნველყოფა
- თამაშობანას პროდუქტების და დამატებითი სერვისების აქტიური შეთავაზება და გაყიდვა
- ყოველდღიური ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება
რას გთავაზობთ:
- მხიარული და ლაღი სამუშაო გარემო
- ბევრი გულანთებული ადამიანი გუნდში
- კარიერული განვითარების შესაძლებლობები
- საინტერესო პროექტები და გამოწვევები
- სამუშაო საათები - კვირაში 40 საათი, შეთანხმებული გრაფიკით
- ფიქსირებული ანაზღაურება - 1000 ლარი
- დაზღვევა კომპანიის მხრიდან 50% -ის თანადაფარვით
- სამუშაო ადგილი - თამაშობანას სივრცე მზიურის პარკში
აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური ენის ცოდნა.