მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი — ახალი ხედვა

ახალი ხედვა — ლოგო
ახალი ხედვა

მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ახალი ხედვა წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო ჯგუფს საქართველოში, რომელიც ოპერირებს ორთოპედიის, ტრავმატოლოგიის, ანგიოლოგიის, ინდივიდუალური ინსოლების, რეაბილიტაციისა და სამედიცინო საცალო ქსელის მიმართულებით. კომპანია აერთიანებს პროფესიულ და საცალო გაყიდვებს, კატეგორიის მენეჯერებს, მარკეტინგის მიმართულებას და მრავალპროფილურ კომერციულ გუნდს.

სამედიცინო ჯგუფი "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიღმის მასივი

სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე კვირაში

სახელფასო ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1000 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიაში დანერგილი სტანდარტის შესაბამისად სოციალურ ქსელებში შემოსული შეტყობინებების/კომენტარების და სატელეფონო ზარის ფარგლებში მომხმარებელთან კომუნიკაცია;
  • მომხმარებლისგან შეკვეთების მიღება გაწერილი სტანდარტის მიხედვით ან მომხმარებლების გადამისამართება მათი მოთხოვნების შესაბამისად;
  • მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და შედეგების რეპორტინგი;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტის ან/და ქოლცენტრის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • სასურველია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (MS Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დისციპლინირებული.