მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი
კომპანია "SlaySong"-ი აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.
"SlaySong" არის სწრაფად მზარდი სტარტაპ კომპანია, რომელიც ქმნის მომხმარებელზე მორგებულ პერსონალურ ციფრულ პროდუქტებს. კომპანია ოპერირებს ევროპის 12 ქვეყანაში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე 10:00-19:00
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებელთა მოთხოვნებზე დროული და ეფექტური რეაგირება;
- შემოსული შეტყობინებებისა და მეილების სრულყოფილი დამუშავება;
- პრობლემების იდენტიფიცირება და ოპერატიული მოგვარება შესაბამის გუნდებთან კოორდინაციით;
- მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე AI-გენერირებულ პროდუქტთან დაკავშირებული ხარვეზების გადამოწმება, საჭირო კორექტირება და შემთხვევების სისტემური აღრიცხვა;
- შეკვეთების ყოველდღიური მონიტორინგი და ვადების კონტროლი სისტემაში;
- მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდაზე მუშაობა და უკუკავშირის მართვა.
ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
- გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაცია;
- საოფისე პროგრამებისა და ციფრული პლატფორმების ცოდნა;
სასურველი გამოცდილება:
- მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- CRM ან ონლაინ შეკვეთების მართვის სისტემებთან მუშაობა;
- ტექნოლოგიურ ან ციფრულ პროდუქტთან მუშაობის გამოცდილება;
- პრობლემური შემთხვევების მართვის პრაქტიკა.
აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
- ემპათია და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
- ანალიტიკური აზროვნება და სიზუსტე დეტალებში;
- ტექნოლოგიებისა და AI პროდუქტებისადმი ინტერესი.