მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი
"ბენე კომფორტი" უძრავი ქონების მართვისა და მოვლა-პატრონობის ლიდერი პროვაიდერი კომპანია 2020 წლიდან სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის სამომხმარებლო ბაზარზე და უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას, როგორც კომერციული ობიექტებისთვის ისე საცხოვრებელი კომპლექსებისთვის.
ბენე კომფორტის მრავალფეროვანი პორტფელი 40-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს აერთიანებს, მათ შორის: აპარ-ოტელებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, კომერციულ სივრცეებს, სავაჭრო ცენტრებსა და სპორტულ ობიექტებს.
ბენე კომფორტი აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- შემომავალ ზარზე მომხმარებლის სატელეფონო მომსახურება და მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება, მომსახურების სტანდარტით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების ზუსტი დაცვით;
- საინფორმაციო sms შეტყობინებების გადაგზავნა;
- პერიოდულად მობინადრეების ბაზების განახლება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
- 1-წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე სასურველია;
- საოფისე პროგრამების ცოდნა Microsoft Office (Word, Excel, Outlook);
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (აუცილებელია), სასურველია დამატებით სხვა უცხო ენა;
სამუშაო პირობები:
- კვირაში 5 სამუშაო დღე;
- 10:00 საათიდან 18:00 საათამდე;
- ანაზღაურება 1200 ლარი + ბონუსი;