მომხმარებელთა მომსახურების ოპერატორი- ბათუმი — Premium Leasing

Premium Leasing — ლოგო
Premium Leasing

მომხმარებელთა მომსახურების ოპერატორი- ბათუმი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"პრემიუმ ლიზინგი" საერთაშორისო ჯგუფში "4finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით.

"4finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით.

"პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მომსახურების ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • გაყიდვების გაზრდის მიზნით, კომპანიის პროდუქტების შეთავაზება პოტენციური მომხმარებლებისთვის;
  • დაინტერესებულ მომხმარებელთათვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
  • ლიზინგის განაცხადების მომზადება შიდა სტანდარტის მიხედვით და განსახილველად შესაბამის ჯგუფთან გადაგზავნა;
  • დადასტურების შემთხვევაში, შესაბამის დოკუმენტაციის მომზადება და ლიზინგის გაცემის სრული პროცესის მართვა;
  • პორტფელის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • დახვეწილი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • გაყიდვების ეფექტური მეთოდების ცოდნა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • გუნდურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, აეროპორტის მიმდებარედ

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00; ყოველი მეორე შაბათი: 10:00-15:00 (საშუალოდ, თვეში 2 შაბათი)

ანაზღაურება: 1000 ლარი (ნეტ) + ბონუსი

"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.