მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი — ფინბიურო

ფინბიურო — ლოგო
ფინბიურო

მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ფინბიურო სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან.

"ფინბიურო" აერთიანებს 18 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.

"ფინბიურო" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-დან 18:00-მდე; შაბათი: 10:00-დან 13:00-მდე (თვის ჭრილში ერთი შაბათი სამუშაო დღე)

ადგილმდებარეობა: თბილისი

ანაზღაურება: 1500 ლარი. ვაკანსია არის დროებითი - დეკრეტის შემცვლელი

სამუშაოს აღწერა:

  • შემომავალი ზარების (საჭიროებიდან გამომდინარე გამავალი ზარი) მიღება და მომხმარებელთან კომუნიკაცია;
  • მეილზე და FB-ზე შემოსულ შეტყობინებებზე დროული და სრულყოფილი კომუნიკაცია;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel; MS Outlook);
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

კომპეტენციები და უნარები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;