მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი — Ilaria

Ilaria — ლოგო
Ilaria

მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

კომპანია "ILARIA" ეძებს მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პარტნიორი კომპანიისთვის:

  • სამუშაო ფორმატი: დისტანიცური
  • სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი
  • ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 5

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

მომხმარებელთა მხარდაჭერა

  • მომხმარებელთა მოთხოვნების მიღება და დამუშავება სატელეფონო, ელექტრონული ფოსტის, ჩატის და სხვა საკომუნიკაციო არხების საშუალებით;
  • მომხმარებელთა შეკითხვებზე დროული, ზუსტი და პროფესიონალური პასუხების გაცემა;
  • მომხმარებელთა ტექნიკური და ოპერაციული საკითხების იდენტიფიცირება და ეფექტიანი გადაწყვეტა;
  • საჭიროების შემთხვევაში საკითხების შესაბამის დეპარტამენტებთან გადამისამართება და პროცესის მონიტორინგი საბოლოო გადაწყვეტამდე;
  • მომხმარებლის კმაყოფილების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა.

ოპერაციული მხარდაჭერა

  • გადახდებთან, ტრანზაქციებთან და ელექტრონული საფულის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების მართვა;
  • მომხმარებელთა ანგარიშებთან დაკავშირებული ინფორმაციის გადამოწმება კომპანიის შიდა პროცედურების შესაბამისად;
  • ინციდენტებისა და მომხმარებელთა მიმართვების სისტემაში აღრიცხვა და დოკუმენტირება;
  • განმეორებადი პრობლემების იდენტიფიცირება და პროცესების გაუმჯობესების ინიციატივების შეთავაზება.

კომუნიკაცია და თანამშრომლობა

  • ეფექტიანი თანამშრომლობა კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტთან;
  • მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება და შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
  • კომპანიის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პროცესებში აქტიური მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მომხმარებელთა მომსახურების ან მხარდაჭერის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

  • სწრაფად სწავლებისა და ახალი სისტემების ათვისების უნარი.
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრობლემების ანალიზისა და ეფექტიანი გადაწყვეტის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობისა და პრიორიტეტების მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა.

1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: