მომარაგების თანამშრომელი — Auto Park

Auto Park — ლოგო
Auto Park

მომარაგების თანამშრომელი

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია Auto Park არის ავტომობილების სერვისცენტრი, რომელიც ორიენტირებულია ხარისხიან მომსახურებასა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე. სერვისცენტრი სპეციალიზდება ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებაში და ფოკუსირებულია (მაგრამ არ შემოიფარგლება) KIA და Hyundai მარკის ავტომობილებზე. ვმუშაობთ ხარისხზე ორიენტირებულ გარემოში და ვთავაზობთ მომხმარებლებს სწრაფ და სანდო სერვისს.

Auto Park აცხადებს ვაკანსიას მომარაგების თანამშრომლის პოზიციაზე თბილისის მასშტაბით.

ძირითადი მოვალეობები:

  • ავტონაწილების მიღება, ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილზე დროული მიწოდება/მოტანა თბილისის ტერიტორიაზე
  • ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვაზე პასუხისმგებლობა
  • კომპანიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოვლა-პატრონობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ავტონაწილებისა და საავტომობილო კომპონენტების მიმართულებით კარგი ორიენტირება
  • A და B კატეგორიის მართვის მოწმობა (სავალდებულოა)
  • თბილისის ქუჩების/ლოკაციების კარგი ცოდნა
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: 1 200 ლარი (ხელზე ასაღები / Net)
  • სამუშაო ადგილი: თბილისი