მომარაგების ოფიცერი- რუსთავი
სს "რუსთავის აზოტი" 2023 წლიდან არის "ინდორამა კორპორაციის" გუნდის წევრი. სს "რუსთავის აზოტი" წარმოადგენს რეგიონში უდიდეს ქიმიურ საწარმოს, რომელშიც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და რომელიც ერთადერთი მწარმოებელია სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების მიმართულებით.
სს "რუსთავის აზოტი" აცხადებს ვაკანსიას მომარაგების ოფიცრის პოზიციაზე.
ლოკაცია: რუსთავი, მშვიდობის ქ #2, რუსთავის აზოტის საწარმო
სახელფასო განაკვეთი: 1800 ლარი (ხელზე ასაღები)
მოვალეობები:
- მომწოდებლებთან კომუნიკაცია ფასების, ვადებისა და მიწოდების პირობების შესათანხმებლად;
- შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (შეკვეთები, ინვოისები, მიწოდების აქტები და სხვ.) მომზადება და მოწესრიგება;
- მონაცემების სწორად შეყვანა და განახლება 1C პროგრამაში;
- მხარდაჭერა ხელშეკრულებების ადმინისტრირებაში და შესაბამისი ფაილების არქივირება;
- პერიოდული ანგარიშების მომზადება შესყიდვების სტატუსზე და ანგარიშგება დეპარტამენტის ხელმძღვანელთან;
- მომარაგების პროცედურების დაცვა და შიდა პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო ან უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკის ან ლოჯისტიკის მიმართულებით;
- გამოცდილება მომარაგების ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Excel-ის ცოდნა და SAP-ის შესწავლის მზაობა;
- ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე)
უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კრიტიკულ სიტუაციებში დროული რეაგირების უნარი;
- პასუხისმგებლობიანი;
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტი);
- ტრანსპორტირება;
გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.