მოლეკულური ბიოლოგი
მაღალტექნოლოგიური ბიოსამედიცინო კვლევისა და გენური დიაგნოსტიკის ცენტრი შპს "გენომიქსი" აცხადებს ვაკანსიას მოლეკულური ბიოლოგის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
მოლეკულური ბიოლოგია:
- დნმ-ის და რნმ-ის ექსტრაქცია, გაწმენდა და რაოდენობრივი განსაზღვრა;
- პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) და მისი ვარიაციების - qPCR, RT-PCR პრაქტიკული გამოყენება, ელექტროფორეზი, ახალი თაობის მასტერმიქსების, ფერმენტების, აპარატურის და რეაქციის პროფილების შერჩევა. მულტიფლექსური ტესტები;
- ნუკლეინის მჟავების ანალიზი;
- დნმ-ის მანიპულაციების და ახალი თაობის სეკვენირების (NGS) პრინციპების ცოდნა;
- პლატფორმები - Illumina, PacBio, etc.;
- თანამედროვე მოლეკულურ ანალიტიკურ კიტებზე მუშაობის გამოცდილება - ძირითადი მწარმოებლები და მათი პროდუქტების სპეციფიკურობა software-ების ჩათვლით;
- შემადგენელი კომპონენტების მნიშვნელობის ცოდნა და პრაქტიკული გამოყენება, troubleshooting-ი, შედეგების ინტერპრეტაცია.
აუცილებელი ლაბორატორიული უნარები:
- მონაცემების ზედმიწევნით აღრიცხვა და დეტალებისადმი ყურადღება;
- კვლევა მოითხოვს სიზუსტესა და რეპროდუქციულობას;
- სტერილური სამუშაო გარემოს შექმნა და შენარჩუნება;
- ლაბორატორიული აღჭურვილობის გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება - ცენტრიფუგები, მიკროსკოპები, პიპეტები;
- ლაბორატორიული უსაფრთხოების პროტოკოლებისა და ბიოლოგიური მასალებისა და ქიმიკატების დამუშავება;
- ექსპერიმენტების დიაგნოსტიკისა და პოტენციური პრობლემების იდენტიფიცირების უნარი.
ანალიტიკური და პიროვნული უნარები:
- კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარები მონაცემების ანალიზისა და შედეგების ინტერპრეტაციისთვის;
- ზოგადი ხელმძღვანელობით დამოუკიდებლად ექსპერიმენტების დაგეგმვისა და ჩატარების უნარი;
- მონაცემთა ანალიზის ძლიერი უნარები შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით (მაგ., Excel, GraphPad Prism, R, Python).
- სტატისტიკური ანალიზის ცოდნა;
- კომუნიკაციის უნარები - წერილობითი, ვერბალური, შედეგების დოკუმენტირებისა და წარდგენისთვის;
- გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 17:30 საათამდე.
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის შესაბამისად.
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ცინცაძის ქ.#15