მოლარე-ოპერატორი- ზუგდიდი — კონტაქტჰოუმი

კონტაქტჰოუმი — ლოგო
კონტაქტჰოუმი

მოლარე-ოპერატორი- ზუგდიდი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Kontakt" არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა). უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება. ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

სამუშაო ადგილი: ზუგდიდი

ვეძებთ დეტალებზე ორიენტირებულ მოლარე-ოპერატორს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს.

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:

  • მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა;
  • სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების პროცედურების სრული დაცვა;
  • პროდუქციის ფასის გადამოწმება და ნივთის გატარება;
  • ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება (მათ შორის დაბრუნების შემთხვევაში) და დღის დახურვა;
  • ფულადი ნაშთების კონტროლი.
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოცემული სხვა დავალებებს, რომლებიც გამომდინარეობს პოზიციის მიზნებიდან და კომპანიის ინტერესებიდან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

რას გთავაზობთ ჩვენ? ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი გუნდის წევრებზე და გთავაზობთ ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო პირობებს:

  • ანაზღაურება: 1000 ₾ + ბონუსი;
  • სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 ან 12:00-21:00, კვირაში 5 დღე (2 დასვენების დღე შეთანხმებით);
  • ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტები);
  • ჯანსაღი ცხოვრება: Fitpass;
  • დამატებითი დასვენება: წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off;
  • განვითარება: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი, 2026 წელი.

* მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ