მოლარე-ოპერატორი / ვალუტო - დღე/ღამის ცვლა — თიბისი

თიბისი — ლოგო
თიბისი

მოლარე-ოპერატორი / ვალუტო - დღე/ღამის ცვლა

შეთანხმებით ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

სს "თიბისი“აცხადებს ვაკანსიას:

მოლარე-ოპერატორი / ვალუტო (დღე/ღამის ცვლა)

ადგილმდებარეობა: ბათუმი

დასაქმების ტიპი: დროებითი ხელშეკრულება

სამუშაო გრაფიკი: ღამის ცვლა

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

ვალუტო - ეს არის თიბისის საცალო ლომბარდის ქსელი.

ვალუტოს ფილიალები მომხმარებელთან შეხვედრის ფიზიკური წერტილებია, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაში. აქ მოსულ ადამიანებს თქვენი სახით ხვდება კეთილგანწყობილი გუნდი, რომელიც ზრუნავს ადამიანებზე და ცდილობს გააბედნიეროს მომხმარებელი.

სამუშაოს აღწერა

შენ, როგორც მოლარე-ოპერატორი/ლომბარდის შემფასებელი, უზრუნველყოფ:

  • კლიენტის ხარისხიან, ზუსტ, სწრაფ და კვალიფიციურ მომსახურებას;
  • კლიენტთან თავაზიან, კეთილგანწყობილ და თბილ დამოკიდებულებას;
  • კლიენტთან გასაუბრებას, მისგან სესხის მოთხოვნის დაფიქსირება და ბანკში არსებული სალომბარდე პროცედურების და ტარიფების გაცნობას;
  • უზრუნველყოფის შეფასებას;
  • ხელშეკრულებების და ძვირფასეულობის შეფასების აქტის გაფორმებას;
  • მიღებული ძვირფასეულობის საცავში გადაცემას;
  • კრედიტის გაცემა-გაფორმებას შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში;
  • სესხის სრულიად ან ნაწილობრივ დაფარვისას ძვირფასეულობ სრულიად ან შესაბამისად ნაწილობრივ დაბრუნებას;
  • ვადაგადაცილებული კრედიტების შემთხვევაში დადგენილ ვადებში რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების დაცვას.
  • სწრაფი გზავნილები გაგზავნა/განაღდებას
  • კონვერტაციებს

კვალიფიკაცია

ველოდებით გამოხმაურებას თუ:

  • ხარ საქმეზე კონცენტრირებული და შეგიძლია მაქსიმალური სიზუსტით შეასრულო დავალება
  • შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა, გაქვს განვითარების მოტივაცია და ხარ შედეგებზე ორიენტირებული
  • ხარ კომუნიკაბელური