მოლარე-ოპერატორი- თბილისი, რუსთავი
"მანი მუვერსი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის (რეზერვი) თანამდებობაზე.
ლოკაცია: თბილისი/რუსთავი
დასაქმების ტიპი: რეზერვი (კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე)
ანაზღაურება: შეთანხმებით
კომპანია აცხადებს მოლარე-ოპერატორის რეზერვის ვაკანსიას. შერჩეული კანდიდატები დაემატებიან კომპანიის საკადრო რეზერვს და დასაქმება განხორციელდება ოპერაციული საჭიროების შესაბამისად.
სამუშაო პირობები:
- 12-საათიანი მცოცავი გრაფიკი;
- სამუშაოზე გამოცხადება მოხდება კომპანიის საჭიროების შესაბამისად, წინასწარი შეტყობინებითა და შეთანხმებით;
- სამუშაო ლოკაცია შესაძლოა განისაზღვროს თბილისსა ან რუსთავში არსებული ობიექტების მიხედვით.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სალარო ოპერაციების წარმოება მოქმედი შიდა რეგულაციებისა და პროცედურების შესაბამისად;
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების განხორციელება;
- სალაროს ნაშთების ყოველდღიური კონტროლი და ანგარიშგების მომზადება;
- მომხმარებელთა მომსახურება კომპანიის სტანდარტების დაცვით;
- შიდა ფინანსური დისციპლინისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება ფინანსურ სფეროში (სასურველია მოლარე/ოპერატორის პოზიციაზე);
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- ეთიკური ნორმების დაცვა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა.
რეზერვის შერჩევის პროცესი მოიცავს რეზიუმეს გადარჩევასა და გასაუბრებას.