მოლარე-ოპერატორი- მარნეულში
შპს "ბარაქა" არის კომპანია, რომელიც ზრუნავს აგრარული სფეროს განვითარებაზე თავისი პროფესიონალთა გუნდით და უზრუნველყოფს ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას. დღეის მდგომარეობით კომპანია "ბარაქა" ფლობს 12 ქსელურ აგრომაღაზიასა და ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში.
ვეძებთ ახალ თანამშრომელს - მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე - მარნეულში.
მოლარე-ოპერატორს უფლება-მოვალეობები:
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
- ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი;
- სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა;
- მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა.
- ყოველ დღიური რეპორტინგი (მეილით) ბუღალტერთან და უშუალო ხელმძღვანელთან მაღაზიის მენეჯერთან.
მოთხოვნები:
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს პრაქტიკული გამოცდილება მოლარე-ოპერატორად მუშაობის;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Word, Excel.
ბარაქა გთავაზობთ:
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით
ანაზღაურებას: 1000 ლარი (NET)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. შაბათი მოკლე დღე ხოლო კვირა დასვენების დღეა.