მოლარე-ოპერატორი- მარნეული — აგრო კომპანია ბარაქა

აგრო კომპანია ბარაქა — ლოგო
აგრო კომპანია ბარაქა

მოლარე-ოპერატორი- მარნეული

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ბარაქა" არის კომპანია, რომელიც ზრუნავს აგრარული სფეროს განვითარებაზე თავისი პროფესიონალთა გუნდით და უზრუნველყოფს ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას. დღეის მდგომარეობით კომპანია "ბარაქა" ფლობს 12 ქსელურ აგრომაღაზიასა და ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში.

ვეძებთ ახალ თანამშრომელს - მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე - მარნეულში.

მოლარე-ოპერატორის უფლება-მოვალეობები:

  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
  • ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი;
  • სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა;
  • მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა.
  • ყოველდღიური რეპორტინგი (მეილით) ბუღალტერთან და უშუალო ხელმძღვანელთან მაღაზიის მენეჯერთან.

მოთხოვნები:

  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს პრაქტიკული გამოცდილება მოლარე-ოპერატორად მუშაობის;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Word, Excel.

ბარაქა გთავაზობთ:

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით

ანაზღაურება: 1000-1200 ლარი (NET)

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით. შაბათი მოკლე დღე ხოლო კვირა დასვენების დღეა.