მოლარე-ოპერატორი- ბათუმი
კომპანია "მაქსიმა" ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2011 წლიდან. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებსა და აქსესუარებს, ასევე ავეჯის მასალების ზომებად დახერხვის და დაწიბოების მომსახურებას, საწოლის მატრასებს, იატაკის საფარ ლამინატს, კარის მასალებსა და აქსესუარებს, სამზარეულოს ჩასაშენებელ ტექნიკას.
კომპანია "მაქსიმა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე
დასვენების დღეები: 2 დღე კვირაში
ლოკაცია: ბათუმი, ბაგრატიონის ქ. N109
ანაზღაურება: 1200 ლარი (ფიქსირებული)
ჩვენი შემოთავაზებაა:
- კომფორტული სამუშაო გარემო
- კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა
ჩვენი ბენეფიტი:
- კომპანია უზრუნველყოფს კვებას
- ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- საოფისე და სააღრიცხვო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
- სავალდებულოა ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა: ინგლისური, რუსული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სალარო აპარატისა და POS-ტერმინალების მართვა
- მომხმარებელთან ანგარიშსწორება
- ზედნადებების ატვირთვა
- გადახდების პროგრამაში გატარება
- სალარო ოპერაციების სიზუსტისა და წესრიგის უზრუნველყოფა
პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:
- თავაზიანი, კომუნიკაბელური და მოქნილი
- დისციპლინირებული და პუნქტუალური
- გუნდში მუშაობის უნარი
- დაკვირვებული და პასუხისმგებლობიანი
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით!