მოლარე-ოპერატორი — იდეალი

იდეალი — ლოგო
იდეალი

მოლარე-ოპერატორი

₾1600 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სავაჭრო ცენტრი "იდეალი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობა: კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია.

ანაზღაურება: საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 1600 ლარი (ხელზე ასაღები, ხელფასი + ბონუსი სისტემით)

ბენეფიტი: ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა, სამუშაო საათებში გათვალისწინებულია სადილი კომპანიის ხარჯზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი დ. აღმაშენებლის ხეივანი N71 სავაჭრო ცენტრი "იდეალი".

სამსახურებრივი მოვალეობა: სალაროს ოპერაციების და საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება (დ.ღ.გ. ანგარიშფაქტურისა და სასაქონლო ზედნადების ატვირთვა RS.GE- ზე, საგამოფენო დარბაზში ფასების ცვლილება და ა.შ).

სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი, სამუშაო საათებში გათვალისწინებულია სადილი კომპანიის ხარჯზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი განათლება
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
  • კომუნიკაბელურობა

სტაჟირების ვადა: 2 კვირიდან 4 კვირამდე, ანაზღაურება თვეში 800 ლარი.

რეზიუმე - სავალდებულოა ქართულ ენაზე.