მოლარე-ოპერატორი — სონნივა ჯორჯია

სონნივა ჯორჯია

მოლარე-ოპერატორი

₾1400 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "Sonniva Georgia" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანია სონნივა ჯორჯია არის ავეჯის აქსესუარების მაღაზია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2014 წლიდან. კომპანია იზრდება სწრაფი ტემპით, რითაც უქმნის დასაქმებულს სტაბილურ და პერსპექტივების მქონე გარემოს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
  • სალაროში არსებული ნაღდი ფულის და უნაღდო ჩეკის კონტროლი;
  • ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი;
  • გაყიდული ნივთის ფასის გადამოწმება;
  • გაყიდული ნივთის გატარება;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას პროცედურების სრული დაცვა;
  • ელექტრონული ზედნადების გამოწერა;
  • საგარანტიოს გამოწერა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქართული ენის ცოდნა (სრულყოფილად)
  • Microsoft Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კომუნიკაციის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • პუნქტუალურობა.

ხელფასი: 1300 ლარი (ხელზე ასაღები), სამი თვის შემდეგ 1400 ლარი (ხელზე ასაღები)

სამუშაო საათები: 09:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი.

დასვენების დღე: კვირაში ორი დღე, შაბათი და კვირა.

ბენეფიტები: კვება, კონკურენტუნარიანი ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი, ტრანსპორტირება მეტრო-სადგურებთან.

მისამართი: თბილისი, ავჭალა, შუშია ქუჩა 38.