მოლარე-ოპერატორი
შპს "გაუს კრიპტო" არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული VASP, სპეციალიზებული კრიპტო და ფიატ ვალუტის გაცვლის ოპერაციებში.
პოზიცია: მოლარე-ოპერატორი
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ.
- დასაქმების ტიპი: სრული ან ნახევარი განაკვეთი
- სამუშაო საათები: 11:00-20:00 (ცვლაში)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კლიენტების კომპლექსური მომსახურება — ნაღდი ფული, კრიპტო, გადარიცხვები
- სისტემაში ოპერაციების შეყვანა, გადამოწმება და დადასტურება
- ნაღდი ფულის მიღება/გაცემა, კასის ბალანსის კონტროლი
- კრიპტო ტრანზაქციების მონიტორინგი და სწორი დოკუმენტირება
- შიდა ანგარიშგება სამუშაო ცვლის ბოლოს
- KYC/AML პროცედურების დაცვა ყოველ ოპერაციაში
- მომხმარებლის საჩივრების და სადავო ტრანზაქციების პირველადი მართვა
- სხვა დამატებითი ოპერაციული ამოცანები
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- გამოცდილება საბანკო ან ფინტეკ სექტორში (მოლარე/ოპერატორი) — სავალდებულო
- კრიპტოვალუტის ბაზრის ბაზისური ცოდნა
- სიჩქარე და სიზუსტე ციფრებთან მუშაობისას
- სტრესის გამძლეობა და მრავალ ამოცანაზე ერთდროული მუშაობის უნარი
- ანალიტიკური აზროვნება
- ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
- უმაღლესი განათლება სასურველია