მოლარე-ოპერატორი
მარკეტი "სტარი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ათონელის ქ 29 (დედაენის ბაღთან)
სამუშაო გრაფიკი: დღეგამოშვებით ცვლებში (თვეში 15 დღე) (08:00 - 20:00)
ანაზღაურება: 1000 ლარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება
- ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებელთა მომსახურება და თავაზიანი კომუნიკაცია
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების შესრულება
- სალაროს გახსნა, დახურვა და ყოველდღიური ანგარიშგება
- გაყიდვების ოპერაციების სწორად გატარება კომპიუტერულ სისტემაში
- სალაროს ბალანსის კონტროლი და პასუხისმგებლობა თანხის სიზუსტეზე
- მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე
- სამუშაო სივრცის წესრიგისა და სტანდარტების დაცვა