მოლარე-ოპერატორი — ეიქეი

ეიქეი

მოლარე-ოპერატორი

შეთანხმებით ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

ეიქეი აცხადებს ვაკანსას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე, ბათუმში.

პოზიციის მიზანი

მოლარე-ოპერატორის ძირითადი ფუნქციაა მომხმარებლის სწრაფი, კორექტული და ხარისხიანი მომსახურება, სალარო ოპერაციების სწორად შესრულება და სავაჭრო ობიექტში პროდუქციის მოძრაობის კონტროლის მხარდაჭერა.

ძირითადი მოვალეობები

  • მომხმარებლის მიღება და თავაზიანი მომსახურება;
  • პროდუქციის სკანირება და სალარო ოპერაციების სწორად განხორციელება;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების მიღება;
  • სალაროში თანხის კონტროლი და დღის ბოლოს სალაროს დახურვა;
  • სალარო აპარატისა და POS ტერმინალის გამართული გამოყენება;
  • პროდუქციის ფასების და შტრიხკოდების სისწორის გადამოწმება;
  • თაროებზე პროდუქციის განლაგების კონტროლი საჭიროების შემთხვევაში;
  • მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება აქციებისა და შეთავაზებების შესახებ;
  • სავაჭრო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგების დაცვა;
  • პრობლემური ან კონფლიქტური სიტუაციების დროული გადამისამართება მენეჯერთან;
  • შიდა წესებისა და კომპანიის სტანდარტების დაცვა;
  • პროდუქციის მიღება/დაბრუნების პროცესში მონაწილეობა საჭიროების შემთხვევაში;
  • მარაგების კონტროლში დახმარება;
  • უსაფრთხოების და ფინანსური დისციპლინის დაცვა.

მოლარე-ოპერატორი პასუხისმგებელია:

  • სალაროში არსებული თანხის სისწორეზე;
  • არასწორი ოპერაციების თავიდან აცილებაზე;
  • მომხმარებლის ხარისხიან მომსახურებაზე;
  • კომპანიის შიდა რეგულაციების დაცვაზე;
  • კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვაზე;
  • სამუშაო ადგილის სისუფთავესა და ტექნიკის გამართულ გამოყენებაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • საშუალო ან უმაღლესი განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • მათემატიკური სიზუსტე და ყურადღება დეტალების მიმართ.