მოლარე-ოპერატორი
ტექნო კრედიტ პლიუსი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 35-40 საათი
სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით (10:00-16:00 და 16:00-22:00)
ანაზღაურება: 1100 ლარი + საბონუსე სისტემა (400-500)
კომპანია ბაზარზე წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ მექანიზმს, რომელიც გასცემს ყველა სახის სალომბარდე სესხს. კომპანია "ტექნო კრედიტ პლიუსი" ხასიათდება არამხოლოდ სისწრაფით, არამედ სანდოობით, სიმარტივით, გამორჩეული სერვისებითა და მომხმარებლის სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტების შექმნით. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ ინოვაციური და კომფორტული სერვისებით მომხმარებელს გავუმარტივოთ სესხის მიღების პროცედურა.
კომპანიის ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კომფორტული სამუშაო გარემო
- განვითარების საშუალება
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მსესხებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით
- მსესხებლის ინფორმირება სესხთან დაკავშირებული პირობების შესახებ
- დასალობმარდებელი ნივთის შემოწმება, დაზიანებისა და გაუმართაობის აღმოჩენა
- დასალომბარდებელი ნივთის შეფასებისთვის კომუნიკაცია შემფასებელთან
- ხელშეკრულების გაფორმება და ყველა საჭირო დოკუმენტაციის არსებობის უზრუნველყოფა
- დალომბარდებული ნივთების შენახვა სათანადო პირობებში, შეფუთვა, დანომვრა და დროებითი შენახვის ადგილზე განთავსება
- ნაღდი ფულის მართვა, დათვლა, აღრიცხვა და ნაშთების კონტროლი
საჭირო ცოდნა, კვალიფიკაცია და თვისებები:
- აკადემიური განათლება
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
- ანალიტიკური აზროვნება
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი