მოლარე-ოპერატორი — PP-Hub

PP-Hub — ლოგო
PP-Hub

მოლარე-ოპერატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "პპ ჰაბი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მოლარე-ოპერატორი.

კომპანია ოპერირებს ავტომობილის გარე ვიზუალური ნაწილების გაყიდვების მიმართულებით და მუდმივად ორიენტირებულია განვითარებასა და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზებაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი #132

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ავტონაწილის ბაზაში გადამოწმება;
  • ავტონაწილის მდგომარეობის შემოწმება მომხმარებლის თანდასწრებით;
  • სალარო ოპერაციების წარმოება;
  • გაყიდვებთან დაკავშირებული ოპერაციების სწორად და დროულად შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ავტომობილებისა და ავტონაწილების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass-ს;
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას (გამოცდილების მიხედვით).

სამუშაო გრაფიკი:

  • კვირაში 6 სამუშაო დღე
  • სამუშაო დრო: 9 საათი
  • ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:00-19:00
  • შაბათს ან კვირას: 11:00-17:00