მოლარე/ოპერატორი
RENTMANIA.GE აცხადებს ვაკანსიას მოლარე/ოპერატორის პოზიციაზე მეგალაინში.
თუ ხარ პასუხისმგებლობიანი, კომუნიკაბელური და გსიამოვნებს მომხმარებლებთან ურთიერთობა, შემოუერთდი RENTMANIA-ს გუნდს!
პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აგლაძის N15, "მეგალაინი"
- ანაზღაურება: 1014.79 ₾ (დარიცხული) + ბონუსი გაყიდვებიდან
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 3 სამუშაო დღე, 10:00 - 19:00, 1 საათი შესვენება
ძირითადი მოვალეობები: მომხმარებლების კონსულტაცია ონლაინ და ადგილზე;
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ეფექტური ურთიერთობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.