მოლარე-ოპერატორი — Foresight FX

Foresight FX — ლოგო
Foresight FX

მოლარე-ოპერატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Foresight FX (FXHUB.GE) აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მოლარე-ოპერატორი.

ლოკაცია: ა. პუშკინის ქ. 6, თბილისი

სამუშაო გრაფიკი: 2 ვაკანტური პოზიცია — საღამოს მოლარე და ღამის მოლარე

კომპანიის შესახებ:

"Foresight FX" წარმოადგენს "Foresight ჯგუფის" წევრ კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია ეროვნული ბანკის მიერ. კომპანია ეწევა ვალუტის გაცვლას როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ფორმით. fxhub.ge წარმოადგენს კომპანიის 24/7 ონლაინ პლატფორმას, რომელიც გამოირჩევა სანდოობითა და სისწრაფეზე ორიენტირებული სერვისით. გუნდის გაფართოების ფარგლებში ვეძებთ მოლარე-ოპერატორს, რომელიც უზრუნველყოფს ნაღდი ფორმით ვალუტის გაცვლის სერვისის მიწოდებას მომხმარებლებისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

  • ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების განხორციელება
  • ნაღდი ფულის მიღება, გაცემა და ზუსტი აღრიცხვა
  • სალაროს ყოველდღიური წარმოება და ბალანსის შედარება ცვლის ბოლოს
  • კლიენტების თავაზიანი და პროფესიონალური მომსახურება
  • ვალუტის ნამდვილობის შემოწმება და უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა
  • სალაროს დოკუმენტაციის წარმოება

სამუშაო საათები:

  • საღამოს მოლარე (18:00-22:00)
  • ღამის მოლარე (18:00-9:00 - 6-საათიანი შესვენებით)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა
  • კარგი მათემატიკური/ანალიტიკური აზროვნება
  • კომუნიკაბელურობა და თავაზიანი მანერა კლიენტებთან ურთიერთობისას
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა

უპირატესობა მიენიჭება:

  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნას (ტურისტებთან კომუნიკაციისთვის)
  • ნაღდ ფულთან ან საბანკო/საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილებას

კომპანია გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას მზარდ კომპანიაში
  • დინამიკურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს