მოლარე-ოპერატორი
"ახალი ნათება" არის ქართული კომპანია, რომელიც უკვე 26 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქციას განათების, ავეჯისა და აქსესუარების სფეროში.
კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 200-მდე თანამშრომელი და ფლობს 16 ფილიალს თბილისსა და რეგიონებში.
კომპანია "ახალი ნათება" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.
პირობები:
- ანაზღაურება: 1200 ლარი (ზრდის პერსპექტივით.)
- გამოცდილების არ მქონე კანდიდატებს ექნებათ ერთ თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება 500 ლარის ოდენობით.
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.
დამატებით გთავაზობთ:
- კომპანიის ხარჯით კერძო დაზღვევის პოლისით უზრუნველყოფას;
- მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
- ზრდისა და განვითარების პერსპექტივას;
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტის ეფექტური, თავაზიანი მომსახურება;
- მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
- სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
- სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია რუსული ან/ და ინგლისური ენების ცოდნა კომუნიკაციის დონეზე.
- სალაროსთან/საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება;
სასურველი უნარ-ჩვევები:
- მოწესრიგებული და კეთილგანწყობილი
- კომუნიკაბელური, ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარით
- დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
- პუნქტუალური და დისციპლინირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით