მოლარე/ოქროს შემფასებელი- ბათუმი — Express Capital+

Express Capital+

მოლარე/ოქროს შემფასებელი- ბათუმი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "Express Capital +" არის საფინანსო კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შ.პ.ს "Express Capital +" უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.

ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის.

"Express Capital +" გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციებზე: მოლარე/ოქროს შემფასებელი - ბათუმში

ძირითადი მოვალეობები:

  • ოქროს შეფასება და ხელშეკრულებების გაფორმება;
  • ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება;
  • ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
  • მოპოვებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის სწორად და სრულყოფილად აღრიცხვის, დამუშავების და შენახვის უზრუნველყოფა;
  • კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
  • კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების დამყარება;
  • KYC კითხვარისს შევსება.

შენიშვნა:

უპირატესობა მიენიჭებათ:

  • კანდიდატებს, რომლებსაც შეუძლიათ ოქროს პროფესიონალურ დონეზე შეფასება (სასურველია ბრილიანტის ცოდნაც).
  • ენები: ინგლისური (სასურველი), რუსული (სასურველი), თურქული (სასურველი).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ხარ კომუნიკაბელური და ინიციატივიანი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა, გამართული მეტყველება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი; კვირაში 6 სამუშაო დღე 09:30-18:30, შაბათი 10:00-14:00 სთ-მდე;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი დამატებით ბონუსი;
  • გამოსაცდელი ვადა 3 თვე;
  • სრული მატერიალური პასუხისმგებლობა;
  • სხვა კომპანიიდან გადმოსვლის ბონუსი 1000 ლარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • დინამიურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
  • სამუშაოს სწრაფად მზარდ მიკროსაფინანსო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში;
  • პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.