მოლარე, ოქროს ექსპერტ-შემფასებელი - დღის ცვლა — ლიდერ კრედიტი

ლიდერ კრედიტი — ლოგო
ლიდერ კრედიტი

მოლარე, ოქროს ექსპერტ-შემფასებელი - დღის ცვლა

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე.

კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 43 ფილიალს და 400-მდე თანამშრომელს.

შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე, ოქროს ექსპერტ შემფასებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო დრო: 9:30 - 18:30 ან/და 10:00 - 19:00, ცვლიანობის გრაფიკით, კვირაში არაუმეტეს 40 სამუშაო საათისა;

ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს:

  • ძვირფასი ლითონების შეფასების სპეციფიკის ცოდნით, გამოცდილებით ან/და შესაბამისი სერტიფიკატით;
  • ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილებით;
  • საბანკო- საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილებით
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარით;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
  • დამარწმუნებელი, გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარით;
  • გუნდურს;
  • უმაღლესი განათლებით ან სტუდენტს, სასურველია საბანკო, საფინანსო ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ნაღდ ფულთან დაკავშირებული სალარო ოპერაციების წარმოება;
  • მომხმარებლისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურება;
  • ძვირფასი ლითონების მიღება, შეფასება;
  • სალომბარდე სესხის გაცემა;

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ფიქსირებული ანაზღაურების შეთავაზება ხდება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილების გათვალისწინებით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 7 აგვისტო.

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამიად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.

თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას.

გისურვებთ წარმატებას!