მოლარე-კონსულტანტი- თემქა
"ბიბლუსი ჯგუფის" შვილობილი კომპანია სუპერმარკეტის ქსელის - შპს "მულტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე თემქის ფილიალში.
სამუშაო ადგილი: თემქა 11მ/რ 3კვ.
სამუშაო გრაფიკი: 08:00-16:00 და 15:00-23:00 საათები ცვლებში
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლებისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
- პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
- მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზება;
- გაყიდვებში აქტიური მონაწილეობის მიღება.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელური;
- ორგანიზებული;
- დეტალებზე ორიენტირებული
მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- მზარდ საბონუსე სისტემას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
- კორპორაციული ფასდაკლების ბარათი
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.