მოლარე კონსულტანტი- თბილისი, თელავი — კოსმო

კოსმო — ლოგო
კოსმო

მოლარე კონსულტანტი- თბილისი, თელავი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Cosmo" 2015 წლიდან ქმნის ტყავის ხელნაკეთ ჩანთებსა და აქსესუარებს, რომლებიც თანამედროვე დიზაინს, თემატურობას, ოსტატურ ხელსაქმესა და პერსონალიზაციას აერთიანებს.

დღეს კოსმოს აქვს 11 ფილიალი, 100-ზე მეტი თანამშრომელი და მზარდი გუნდი, საკუთარი საწარმო და უნიკალური "ღია სახელოსნოს" კონცეფცია. "ღია სახელოსნო" - ეს არის შემოქმედების, ხელოვნების, ინოვაციისა და ადამიანებზე ზრუნვის გარშემო შექმნილი სივრცე. აქ შოურუმი და სახელოსნოს ცოცხალი რიტმი ერთიან ატმოსფეროს ქმნის - თვალს ადევნებ მთელ იმ გზას, რომელსაც მასალა საბოლოო სახის მიღებამდე გადის.

ჩვენ გვჯერა, რომ ქართულ ბრენდებს ვაშენებთ თითოეული გუნდის წევრი. სწორედ ამიტომ, ვეძებთ პოზიტიურ, მონდომებულ ადამიანებს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე სამუშაოდ, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი საკვანძო პოზიცია ბრენდსა და მომხმარებელს შორის სწორი და ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად.

კომპანია აცხადებს მოლარე კონსულტანტის ვაკანსიას თელავში და თბილისში.

სასურველია იყოს სტუდენტი

სამუშაო გრაფიკი - სტუდენტებზე მორგებული

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა, კოსმოს სტანდარტების შესაბამისად, გუნდის წევრებთან ერთად. მის განვითარებაზე ზრუნვა
  • დადგენილი KPI-ების შესრულება გუნდთან ერთად, ყველა მათგანის შესრულებაზე მუშაობა
  • პროდუქციის მუდმივად მოწესრიგებულად განთავსება გუნდის წევრებთან ერთად
  • მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარებია აქტიური კომუნიკაციის გზით და განვითარებაზე ზრუნვა

პიროვნული თვისებები:

  • ენერგიული
  • მიზანდასახული
  • კრეატიული
  • გაწონასწორებული
  • პოზიტიური აზროვნების უნარი
  • ტექნიკური აზროვნების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ინფორმაციის ოპერატიულად მოძიების უნარი
  • შემოქმედებითობა და ინიციატივის გამოვლენის უნარი
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
  • ორგანიზებული, პასუხისმგებლობიანი და დეტალებზე ორიენტირებული

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს
  • მორგებულ სამუშაო გრაფიკს
  • იდეების მხარდაჭერას

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 30.09.2026