მოლარე-კონსულტანტი- თბილისი, ფოთი — მეღვინეობა ხარება

მეღვინეობა ხარება — ლოგო
მეღვინეობა ხარება

მოლარე-კონსულტანტი- თბილისი, ფოთი

₾1300 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ღვინის მწარმოებელი კომპანია "ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

შპს " ხარება" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; ქ. ფოთი

სამუშაო განაკვეთი: 5 დღიანი სამუშაო კვირა

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: ერთი

ანაზღაურება: სამი თვე 1100 ლარი, შემდეგ 1300 ლარი

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ფუნქციები და მოვალეობები:

  • მაღაზიაში შემოსული მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევა;
  • მომხმარებლისთვის ღვინის პროდუქციისა და არსებული აქციების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • ღვინის პროდუქციის შესაბამის თაროზე განთავსება და ფას-მაჩვენებლის კონტროლი;
  • გაყიდული პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა და სალაროში თანხის მიღება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • რუსული ან ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • მომსახურების სტანდარტების (სერვის+) ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სწრაფი რეაგირების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ