მოლარე-კონსულტანტი- თბილისი, ბათუმი, რუსთავი — ჯითექსი

ჯითექსი — ლოგო
ჯითექსი

მოლარე-კონსულტანტი- თბილისი, ბათუმი, რუსთავი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ჯითექსი" 2007 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებულად ოპერირებს ბაზარზე ტანსაცმლის, ავეჯისა და სახლის აქსესუარების ხაზით. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, Matalan, OVS, Terranova, KIABI, Enza Home, English Home, Principe. კომპანია წარმოდგენილია 35-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და გორში.

"ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, ცვლებში;

ლოკაცია: თბილისი

მაღაზიები:

  • Penti (ცინცაძის #12, ს/ც აქსისი);
  • Penti (პეკინის გამზ. #2);
  • English Home (ს/ც ისთ ფოინთი);
  • Kiabi (ს/ც ისთ ფოინთი);
  • OVS (ს/ც თბილისი მოლი)
  • OVS (პეკინის გამზ. #10);
  • OVS (ს/ც სითი მოლი);
  • OVS (თბილისი მოლი);
  • Enza Home (ს/ც ისთ ფოინთი);
  • Terranova (ს/ც თბილისი ცენტრალი).

ლოკაცია: რუსთავი

მაღაზია: Penti (ს/ც რუსთავი მოლი)

ლოკაცია: ბათუმი

მაღაზიები:

  • OVS (ს/ც გრანდ მოლი)
  • Enza Home (ს/ც გრანდ მოლი)
  • Penti (ს/ც მეტრო სითი)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებელთა მომსახურება და საქონლის შეძენასთან დაკავშირებული ანგარიშსწორება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • სალაროსთან მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურებისა და სალარო ოპერაციების თანმდევი დოკუმენტაციის სიზუსტის დაცვა;
  • კოლექციის მიღებაში, მიღებული საქონლის ინვენტარიზაციასა და სხვაობების გამოვლენაში მონაწილეობა;
  • მომხმარებლის კონსულტირება და პროდუქციის შესახებ, საჭიროებისამებრ, სრული ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ