მოლარე-კონსულტანტი- თბილისი, ბათუმი
Free Style Group აცხადებს მოლარე-კონსულტანტის ვაკანსიას ახალი საერთაშორისო ტანსაცმლის ბრენდისთვის, რომელიც საქართველოში შემოდის. თუ გიყვართ მოდა, მომხმარებელთან ურთიერთობა და გსურთ გახდეთ საინტერესო საერთაშორისო პროექტის ნაწილი, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა.
ლოკაცია: ქ. თბილისი და ქ. ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებისა და პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა;
- პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილად შესწავლა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული რეკომენდაციების შეთავაზება;
- გაყიდვების პროცესის ეფექტურად მართვა და დასახული მიზნების შესრულება;
- მიმდინარე აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ მომხმარებლების ინფორმირება;
- სალაროსთან მუშაობა და გადახდის პროცესის სწორად წარმართვა;
- პროდუქციის სწორად განთავსება და მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა;
- სავაჭრო დარბაზში პროდუქციის რაოდენობისა და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
- საქონლის გადაფასებისა და სეზონური ფასდაკლებების პროცესში მონაწილეობა;
- პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული სექციის მოწესრიგება და მაღაზიის ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია საცალო ვაჭრობის ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სალაროსთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია შესაბამის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ენერგიულობა და მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება;
- აუცილებელია ინგლისური საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- სასურველია უმაღლესი განათლება.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული;
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ცვლების მიხედვით;
- დასვენება: კვირაში 2 დღე;
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი.