მოლარე-კონსულტანტი- რუსთავი — ჯითექსი

ჯითექსი — ლოგო
ჯითექსი

მოლარე-კონსულტანტი- რუსთავი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ჯითექსი" 2007 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებულად ოპერირებს ბაზარზე ტანსაცმლის, ავეჯისა და სახლის აქსესუარების ხაზით. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, Matalan, OVS, Terranova, KIABI, Enza Home, EnglishHome, Principe. კომპანია წარმოდგენილია 30-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და გორში.

"ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, ცვლებში;

ლოკაცია: რუსთავი

მაღაზია: English Home (ს/ც რუსთავი მოლი)

ფუნქცია-მოვალეობები

  • მომხმარებელთა მომსახურება და საქონლის შეძენასთან დაკავშირებული ანგარიშსწორება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • სალაროსთან მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურებისა და სალარო ოპერაციების თანმდევი დოკუმენტაციის სიზუსტის დაცვა;
  • კოლექციის მიღებაში, მიღებული საქონლის ინვენტარიზაციასა და სხვაობების გამოვლენაში მონაწილეობა;
  • მომხმარებლის კონსულტირება და პროდუქციის შესახებ, საჭიროებისამებრ, სრული ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 ივლისი

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ