მოლარე-კონსულტანტი- რუსთავი
კომპანია "ევრო ბრენდი" (Eurobrand) წარმოადგენს საქართველოში 2013 წლიდან ევროპული ბრენდების იმპორტიორ კომპანიას, რომელსაც გააჩნია მაღაზიათა ქსელი. (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები, აქსესუარები.)
მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია მაღაზიის მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ. რუსთავში, რუსთავი მოლის (შარტავას გამზირის და ქუჩა ლომოურის გადაკვეთაზე 1) ფილიალში.
ძირითადი მოთხოვნები:
- გამართული მეტყველება;
- ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა;
- მომხმარებელთან ურთიერთობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
- გაწონასწორებულობა და არაკონფლიქტურობა, დაძაბულ სიტუაციებთან ეფექტურად გამკლავების უნარი;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- ახლის სწრაფად ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო/უმაღლესი განათლება;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, internet);
- ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
- უპირატესობად ჩაითვლება ტანსაცმლის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
ფუნქციები და მოვალეობები:
- მაღაზიის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტის დაცვა;
- მომხმარებლის ეფექტური მომსახურებისთვის აუცილებელი კომფორტული გარემოს შექმნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან - 800-1200 ლარი; დამატებით საბონუსე სისტემა.
- მდიდარ კორპორაციულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს
- მოქნილი სამუშაო გრაფიკი