მოლარე-კონსულტანტი (ქუთაისი)
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი", რომელიც 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ამჟამად შპს "დეილი ჯგუფი"-ის ჰოლდინგის წევრია. "მაგნიტი" ბაზარზე წარმოდგენილია მცირე, საშუალო და დიდი ფორმატის "მაგნიტი მაქსი"-ის სავაჭრო ობიექტებით. ხოლო დიდი ფორმატები — "მაგნიტი მაქსის" სახელით ფუნქციონირებს.
კომპანია პირველია, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონებში განვითარებაზე გააკეთა და დღეს, საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ სუპერმარკეტსა და 4 500-ზე მეტ დასაქმებულს აერთიანებს. სავაჭრო ქსელი წარმოადგენს სწრაფად მზარდ და სტაბილურ დამსაქმებელს, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული განვითარების ხელშემწყობ გარემოსა და მრავალფეროვან კარიერულ შესაძლებლობებს ქვეყნის მასშტაბით.
"მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ.ქუთაისი.
ჩვენ გთავაზობთ:
- დასაქმებას სამუშაო გამოცდილების გარეშე;
- სამუშაოს მხოლოდ დღის ცვლაში;
- ფიქსირებულ კონკურენტულ ანაზღაურებას;
- მკაფიოდ განსაზღვრულ საბონუსე სისტემას;
- დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
შენი ყოველდღიური საქმიანობა იქნება:
- აწარმოებ სალარო ოპერაციებს;
- მოაწესრიგებ თაროებს და განათავსებ პროდუქციას;
- იზრუნებ ფასმაჩვენებლის სიზუსტეზე;
- მუდმივად გააკონტროლებ პროდუქციის ვადიანობას;
- დაეხმარები მომხმარებელს სერვისის მიღებაში;