მოლარე-კონსულტანტი (ქუთაისი) — კალათა

კალათა — ლოგო
კალათა

მოლარე-კონსულტანტი (ქუთაისი)

შეთანხმებით ახალი ქუთაისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სუპერმარკეტების ქსელი "კალათა" წარმოადგენს "დეილი ჯგუფის" დისქაუნთერ საცალო ბრენდს, რომელიც საქართველოში 200-ზე მეტ ფილიალს აერთიანებს. ბრენდის მიზანია მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ფასებისა და კომფორტული მომსახურების შეთავაზება, ხოლო გუნდის წევრებისთვის სასიამოვნო და მეგობრული სამუშაო გარემოს შექმნა.

ბრენდი აქტიურად ფართოვდება და ხსნის ახალ ფილიალებს რეგიონებში, რაც ზრდის დასაქმების შესაძლებლობებსა და ხელს უწყობს სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნას.

"კალათაში" განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამშრომლებისთვის უსაფრთხო, თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას.

ჩვენთვის მნიშნველოვანია თანამშრომლებს შევთავაზოთ გამარტივებული სამუშაო პროცესები, მხარდაჭერა და კომფორტული სამუშაო გარემო.

"კალათა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ.ქუთაისში.

ჩვენ გთავაზობთ:

  • დასაქმებას სამუშაო გამოცდილების გარეშე;
  • სამუშაოს მხოლოდ დღის ცვლაში;
  • ფიქსირებულ კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • მკაფიოდ განსაზღვრულ საბონუსე სისტემას;
  • დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;

შენი ყოველდღიური საქმიანობა იქნება:

  • აწარმოებ სალარო ოპერაციებს;
  • მოაწესრიგებ თაროებს და განათავსებ პროდუქციას;
  • იზრუნებ ფასმაჩვენებლის სიზუსტეზე;
  • მუდმივად გააკონტროლებ პროდუქციის ვადიანობას;
  • დაეხმარები მომხმარებელს სერვისის მიღებაში;