მოლარე-კონსულტანტი- ქუთაისი — JYSK

JYSK — ლოგო
JYSK

მოლარე-კონსულტანტი- ქუთაისი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სკანდინავიური ბრენდი "JYSK" არის საერთაშორისო საცალო სავაჭრო ქსელი, რომელიც ოპერირებს "ყველაფერი სახლისთვის" პრინციპით.

დღეს "JYSK" მოიცავს 3300-ზე მეტ მაღაზიას 48 ქვეყანაში, "JYSK"-ს აქვს ყოველთვის საუკეთესო შეთავაზება და კომპეტენტური სერვისი.

"JYSK" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქუთაისში.

სამუშაო გრაფიკი: მოქნილი გრაფიკი

ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • მომხმარებლის ინფორმირება პროდუქციასთან დაკავშირებით;
  • სალაროსთან მუშაობა;
  • დარბაზში თაროებზე პროდუქციის სტანდარტის მიხედვით განლაგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია);
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "JYSK" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ