მოლარე-კონსულტანტი- ქუთაისი — KoCos

KoCos

მოლარე-კონსულტანტი- ქუთაისი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კორეული კოსმეტიკის მაღაზია "KoCos" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, "ვესთ ფოინთი"

სამუშაო გრაფიკი: 2/2, 10:00-22:00

ანაზღაურება: 800+ (45 ფიქსირებული + 4% გაყიდულიდან + გეგმიური ბონუსები).

ძირითადი მოვალეობები:

  • დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
  • პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა, ახალი პროდუქციის მიღების დროს დეტალური შესწავლა;
  • მაღაზიის ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება.

მოთხოვნები:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია კანის მოვლის საშუალებების მაღაზიაში);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა ელემენტარულ დონეზე;
  • სასურველია უცხო ენის ცოდნა საშუალო დონეზე (ინგლისური, რუსული).

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელური, გამართული მეტყველებისა და გადმოცემის უნარის მქონე;
  • მომხმარებელსა და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებული;
  • მოტივირებული და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული;
  • ენერგიული და შრომისმოყვარე;
  • მოწესრიგებული;
  • პუნქტუალური.