მოლარე-კონსულტანტი- ქუთაისი
"კერხერ-საქართველო" წარმოადგენს დასუფთავების ტექნოლოგიის მსოფლიო ლიდერის, Alfred Karcher SE & Co.KG-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში, რომლის შოურუმებიც მდებარეობს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში. იგი ასევე ზედამხედველობას უწევს კერხერის ოფიციალურ დილერებს და საცალო მაღაზიებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
"კერხერ-საქართველოს" გუნდი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქუთაისი
- სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (10:00-19:00);
- სამუშაო დღეების რაოდენობა: 5;
- სარგო: (არ არის მითითებული)
- ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა;
- შვადღეების რაოდენობა: 30 დღე.
მოლარე-კონსულტანტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებელთან კომუნიკაცია და პროდუქციის მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდება;
- გაყიდული ნივთის გატარება და შემოწმება;
- ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა;
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას, პროცედურების სრული დაცვა;
- მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა;
- შემოსული პროდუქციის ჩამოტვირთვა მანქანებიდან და დასაწყობება;
- ტვირთის საწყობიდან გამოტანა და მაღაზიაში სტანდარტების შესაბამისად განლაგება.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია 1С პროგრამის ცოდნა;
- სასურველია MS Office პროგრამების ცოდნა;
- სასურველია მოლარე-კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მოტივირებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაბელობა და კლიენტზე ორიენტირებულობა;
- დადგენილ ვადებსა და სტრესულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
- ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა.