მოლარე-კონსულტანტი- ბათუმი — ჯითექსი

ჯითექსი — ლოგო
ჯითექსი

მოლარე-კონსულტანტი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ჯითექსი" 2007 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებულად ოპერირებს ბაზარზე ტანსაცმლის, ავეჯისა და სახლის აქსესუარების ხაზით. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, Matalan, OVS, Terranova, KIABI, Enza Home, EnglishHome, Principe. კომპანია წარმოდგენილია 30-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და გორში.

"ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 დღე)

ლოკაცია: ბათუმი

მაღაზია: Penti (ს/ც გრანდ მოლი)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლთა მომსახურება და საქონლის შეძენასთან დაკავშირებული ანგარიშსწორება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • სალაროსთან მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურებისა და სალარო ოპერაციების თანმდევი დოკუმენტაციის სიზუსტის დაცვა;
  • კოლექციის მიღებაში, მიღებული საქონლის ინვენტარიზაციასა და სხვაობების გამოვლენაში მონაწილეობა;
  • მომხმარებლის კონსულტირება და პროდუქციის შესახებ საჭიროებისამებრ სრული ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • სასიამოვნო სამუშაო სივრცეს და გუნდურ ატმოსფეროს;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 18 ივლისი.